Wednesday, December 11, 2019

სოციალური პროექტი


რეფლექსია
   სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრის და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინა პირობად მიმაჩნია. პროექტი მასში მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინა ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, დარგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი. ჩვენი პროექტი ეხებოდა შემდეგ პრობლემას, ვულგარიზმების ჭარბად არარეგლამენტირებულად გამოყენებას საზოგადოებაში. პროექტის მიზანი იყო ბავშვებს სკოლის და თემის ფარგლებში თვითონვე გამოევლინათ ვულგარიზმები სხვათა მეტყველეაში, შეეგროვებინათ  და დაეხარისხებინათ ინფორმაცია, აეღოთ ინტერვიუ როგორც თანატოლებისაგან ასევე უცხო ენის მასწავლებლებისაგან, გაემდიდრებინათ ქართული ენის ლექსიკის მარაგი და უკეთ გაეცნოთ ქართული ენის თავისებურებები.
   პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს ჰქონდათ აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალება. მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკულად. მოსწავლეებისათვის საინტერესო კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემაში სოციალურ პროექტში მათი ჩართვა დამეხმარა. ისისნი ხალისით ასრულებდნენ სამუშაოებს. პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენს წინაშე ახალი პრობლემები გაჩნდა, რომელიც განსხვავდებოდა ტრადიციული საგაკვეთილო პროცესისაგან, ვინაიდან სოციალური პროექტი მოითხოვდა სოციუმში, თემში გასვლას და სკოლის გარეშე დაწესებულებების ჩართვას პროექტში. პროექტის მიმდინარეობისას კონსულტატ-ხელმძღვანელის როლს ვასრულებდი. ძიებისა და კვლევის დროს მასწავლეებს მიმართულებას ვაძლევდი ასევე სამუშაოების დაწყებისას შევათანხმეთ ერთმანეთთან ურთიერთობების ფორმები, აქტივობები, გავაცანი მიზანი, სავარაუდო შედეგები, შეფასების კრიტერიუმები და გადაწყდა რომ დაკვირვებისა და კვლევის ობიაქტი შეფასებისას იქნება:
1.       ინფორმაციის მოძიება და დახარისხება.





2.       პრაქტიკულად ბულკლეტებისა და ფრაიერების დარიგება სოციუმში (სასადილო, მარაზია, ბიბლიოთეკა).
3.       ინტერვიუს აღებისა და პრეზენტაციის უნარი.


   ვფიქრობ დასახული მიზნის მიღწევა მოხდა, ყველა დაგეგმილი აქტივობა განხორციელდა, მოსწავლეებმა დაამუშავეს თეორიული მასალა ვულგარიზმებზე, შეაგროვეს ინფორმაცია ინტერნეტისა და ლექსიკონების საშუალებით, დაახარისხეს შეგროვებული მასალა, აიღეს ინტერვიუ როგორც თანატოლებიასაგან ასევე უცხო ენის პედაგოგებისაგან, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაატარეს ჯგუფური მუშაობა და შეავსეს ასოციაციური რუკა. ისაუბრეს რისკებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე და დაგეგმეს მომავალი აქტივობები. ვფიქრობ პასუხისმგებლობის გრძნობის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას  ამ პროექტმა ხელი შეუწყო როგორც მოსწავლეებში ასევე თემში. პროექტში ჩაერთო მშობლებიც, ბავშვებთან ერთად ამაღლდა მათი ცნობიერებაც, მოხდა მათი ერთმანეთთან დაახლოება ერთმანეთს აზრის პატივისცემა, რამაც პრობლემის გადაჭრის უნარებს შეუწყო ხელი. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩემი მოსწავლეები მიაქცევენ ყურადღებას სწორ მეტყველებას, განუვითარდებათ ენის სიწმინდის დაცვის უნარ-ჩვევები და ეს გავლენას იქონიებს არა მხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე, არამედ მათ სამეგობრო  თუ სამეზობლო ჯგუფებზეც. პროექტის მიზანი იყი ბავშვებს დაენახათ თუ რა საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და მათთვის არასწორად გამოყენებული უცხოური ტერმინები სიტყვები, გაეანალიზებინათ საფრთხეები და იგივე მოეთხოვათ თანატოლებისაგან  და მათ გარშემო მყოფი უფროსებისაგან. მუშაობის პროცწესში გარკვეულმა სირთულეებმაც იჩინა თავი, კერძოდ ერთ-ერთ ლოკაციაზე სკოლის მიმდებარე სასადილოში უარი უთხრეს ბავშვებს გამოკითხვასა და მათთან სამახსოვრო სურათის გადაღებაზე, რაც დაბალი ცნობიერების მაჩვენებელია თემში. გადავიღეთ ფოტოებიც, ვფიქრობ, პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია, თუმცა უკეთესი იქნებოდა პროექტში სხვა კლასის მოსწავლეების და მათი მშობლების ჩართვა და აგრეთვე სხვა სკოლის მოსწავლეებთან გაერთიანება პროექტის ფარგლებში, რასაც ალბათ მომავალში განვახორციელებთ.


Thursday, November 28, 2019

"არ გვეშლება ანგარიი"

19 ნოემბერს შედგა(დასკვნთი) საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე
მაგიური კვადრატების ამოხსნა სახალისოც არის და საინტერესო. მოსწავლეები ისე კარგად გაერკვნენ საკითხში თვითონვე ადგენენ მას.

"გვიყვარს ენა ქართული"

18 ნოემბერს შედგა(დასკვნითი) საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე
გვიყვარს საბავშვო მოთხრობები. გაგვიჩნდა სურვილი ჩვენც დაგვეწერა მოთხრობა მეგობრობაზე.წრის შეხვედრაზე წავიკითხეთ მოთხრობები, დავახასიათეთ პერსონაჟები,  მათი მიზნები.  ბოლოს გადავწყვიტეთ გამოგვეშვა ალბომი ილუსტრაციებით.

Wednesday, November 20, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

8-12 ნოემბერს შედგა საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე
მოსწავლეებს მოსწონთ სახალისო მათემატიკა. სახელმზღვანელოში გვხვდება რებუსები, გასართობი ჩარჩო. ამოხსნა სახალისოა წრის წევრებისათვის.მათ მიცემული ქონდათ დავალება შეედგინათ მსგავსი ტიპის სავარჯიშოები და წარედგინათ წრის წევრებისათვის.

"გვიყვარს ენა ქართული"

4-11 ნოემბერს  შედგა  საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე.
გაზეთის მნიშვნელობა გაცნობიერებული გვაქვს, მაგრამ მისი გამოშვება რა სირთულეზე ყოფილა დამოკიდებული ეს მაშინ შევამჩნიეთ, როდესაც კლასის კედლის გაზეთის შედგენა დავიწყეთ. დავალებები გავინაწილეთ და შევუდექით მუშაობას. გაზეთი ძალიან მოგვეწონა და მას საკლასო ოთახში საპატიო ადგილი მივუჩინეთ.



Sunday, November 17, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

1-5 ნოემბერს შედგა საწრეო მუშაობა მათემატიკაში.მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე.
გაკვეთილზე ახსნილი თემა გამრავლების განრიგებადობის განრიგი შეკრების მიმართ წრის მუშაობაზე განვამტკიცეთ სათანადო ამოცანებისა და მაგალითების მეშვეობით. გავეჯიბრეთ ერთმანეთს ვინ სწარაფად და უშეცდომოდ გაართმევდა თავს დავალებას. მოსწავლეები კმაყოფილებინ დარჩნენ საწრეო მუშაობით.

"გვიყვარს ენა ქართული"

24-28 ოქტომბერს გაიმართა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე.
საკლასო ოთახს ქართველ მწერალთა შორის ცნბილი მწერლის აკაკი წერეთლის პორტრეტი ამშვენებს. მასწავლებელმა მოსწავლეებს ურჩიათ წაეკითხათ მისი ლექსები. წრის შეხვედრაზე მოვაწყვეთ მხატვრული დილა, რომელიც საქართველოს ბულბულს მივუძღვენით.

Tuesday, November 12, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

29 ოქტომბერს  შედგა საწრეო მუშაობა მათემატიკაში.მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე
სიხარულით ვიკრიბებით მათემატიკის წრეზე.მოგვწონს როცა ერთმანეთს ვეჯიბრებით.გვინდა მოვამზადოთ პროექტი დამოუკიდებელი კვლევისთვის.შევეცადეთ უფრო მეტი გაგვეგო ჩვენი რაიონის შესახებ.
მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შევადგინეთ ამოცანები და წარმოვადგინეთ გაკვეთილზე.საწრეო მუშაობამ წარმატებით ჩაიარა.

"გვიყვარს ენა ქართული"

17-21 ოქტომბერს შედგა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე
 თემა: "ზღაპარი და სინამდვილე"
შეიძლება თუ არა ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბები რეალობად იქცეს?
1.რატომ გვიზიდავს ზღაპრული სამყარო?
2.რომელ ჯადოსნურ ნივთებს ინატრებდი?
3.რომელ რეალურ ნივთს დაარქმევდი ჯადოსნურს?
ამ საკითხებზე ვისაუბრეთ საწრეო მუშაობაზე.

Tuesday, October 29, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

22-25 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა მათემატიკაში.მათემატიკის გაკვეთილებზე  მიღებულ ცოდნას წრის მეცადინეობაზე ვამტკიცებთ. საწრეო მუშაობაზე ჩატარდა ტესტი თვითშეფასებისთვის.საწრეო მუსაობამ ნაყოფიერად და წარმატებით ჩაიარა,მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ თავიანთი მუშაობით.

"გვიყვარს ენა ქართული"

15 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე ანდაზები და გამოცანები. ანდაზების კრებული მხატვრული ფორმით ჩამოსხმული მორალური კოდექსია ხალხისა.მასში სხარტად არის გამოთქმული  ბრძნული აზრი. თავის დროზე და მოსწრებულად ნათქვამი ანდაზა ის იარაღია, რომელიც მახვილზე უკეთ ჭრის. ამიტომ მას ხშირად მიმართავენ ორატორები, მწერლები, ჟურნალისტები, დიპლომატები.
 ანდაზების ტემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამშობლოს სიყვარული, ვაჯკაცობა, მეგობრობა, სიმამაცე და ლაჩრობა.
გავიხსენეთ შესწავლილი ანდაზები და შევისწავლეთ ახლები.

"არ გვეშლება ანგარიში"

15-18 ოქტომბერს შედგა მათემატიკის საწრეო მუშაობა.მრავალნიშნა რიცხვების ქვეშმიწერით შეკრება გამოკლების წესების გაცნობამ გაგვიადვილა მაგალითების ამოხსნა.თემას კარგად დავეუფლეთ.შევასრულეთ სხვადასხვა სავარჯიშოები ქვეშმიწერით ჯამისა და სხვაობის პოვნაზე.

Sunday, October 27, 2019

"გვიყვარს ენა ქართული"

7-10 ოქტომბერს შედგა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. წრის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა კითხვის ტექნიკის გაუმჯობესების მეთოდები.სწორი, გამართული კითხვის დაუფლებისათვის.მუშაობის პროცესში მოვისმინეთ მხატვრული კითხვის დიდოსტატების მასალებს. წრის მუშაობა იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.


Monday, October 21, 2019

,,არ გვეშლება ანგარიში"

11 ოქტომბერს განვიხილეთ მათემატიკის წრეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ: მოკლე ჩანაწერების მიხედვით ამოცანების შედგენა და ამოხსნა .საკითხი რომელიც ძნელი გვეგონა არც თუ ისე რთული ყოფილა. მთავარი ყურადრება მოსნენა და ყველაფერი მოგვარდება

Wednesday, October 9, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

8 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა მათემატიკაში.წრეზე განიხილეს 1000-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლება.გაიხსენეს შეკრების თვისებები, რაც პრაქტიკულად იყო გამტკიცებული. გამოსახულების მიხედვით შეადგინეს ამოცანები და იმსჯელეს მათი ამოხსნის ხერხებზე.


"გვიყვარს ენა ქართული"

3 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.მოისმინეს მინი ლექცია.ლექციის შემდეგ სტუმრად ეწვიეს სკოლის ბიბლიოთეკას, სადაც ბიბლიოთეკის გამგე მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის დანიშნულებაზე, მის მრავალფეროვნებასა და მოვლა-პატრონობაზე. მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ ჩატარებული საწრეო მუშაობით. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.



Friday, October 4, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

1ოქტომბერს შედგა IV კლასის მათემატიკის წრის წევრების შეხვედრა.გავაცანი სასწავლო გეგმა.გამოთქვეს მოსაზრება,რომ წრე დაეხმარებათ მათემატიკის უკეთ შესწავლაში.


"გვიყვარს ენა ქართული"



30 სექტემბერს შედგა IV კლასის ქართული ენის წრის წევრების პირველი შეხვედრა.მოსწავლეები გაეცვნენ სამუშაო გეგმას.წრე არის მათთვის საინტერესო, სასიამოვნო და მოსაღები.

Friday, September 27, 2019

"გვიყვარს ენა ქართული"


წრის სახელწოდება : „გვიყვარს ენა ქართული“
წრის ხელმძღვანელი: მაყვალა გუმბერიძე
სკოლა: ქ. ბაღდათის #1 საჯარო სკოლა
კლასი: IV კლასი
შეხვედრის დღე: ორშაბათი
წრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება და თვალსაწიერის გაფართოება, საბავშვო მწერლებისა და საბავშვო ლიტერატურის გაცნობა, კითხვის ტექნიკის დახვეწა, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, ნაწარმოებების განხილვა, პერსონაჟების დახასიათება, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოყოფა.
მოკლე მიმოხილვა: კითხვის ტექნი8კის დაუფლება, იგავ-არაკების, ანდაზების, გამოცანების შესწავლა, საბავშვო მოთხრობების ილუსტრირებული ალბომის გამოშვება, კედლის გაზეთის შედგენა, მხატვრული დილის მოწყობა.

#
თარიღი
თემის დასახელება
ხანგრძლივობა
სასწავლო რესურსი
1
30.09.2019
საორგანიზაციო საკითხები. საწრეო მუშაობის მიზნების, განრიგის და გეგმის გაცნობა
40 წუთი

2
03.10.2019
მინი ლექცია- წიგნი ჩვენს ცხოვრებაში
40 წუთი
სტუმრად სასკოლო და საბავშვო ბიბლიოთეკაში
3
7.10.2019
წიგნი თუ კომპიუტერი
40 წუთი

4
10.10.2019
კითხვის ტექნიკის გაუმჯობესების ხერხები და მეთოდები
40 წუთი
მხატვრული კითხვის დიდოსტატების ვიდეო მასალების მოსმენა, აუდიო და ვიდეო მასალები
5
15.10.2019
ანდაზები და გამოცანები მხატვრულ ნაწარმოებებში
40 წუთი
ანდაზების კრებული, აუდიო მასალა
6
17.10.2019
იგავ-არაკების როლური კითხვა.
40 წუთი

7
21.10.2019
ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრები“- გაცნობა
40 წუთი

8
24.10.2019
მხატვრული დილა
40 წუთი
აუდიო მასალები
9
28.10.2019
კედლის გაზეთის შედგენა
40 წუთი

10
4.11.2019
საბავშვო მოთხრობების ალბომის გამოშვება ილუსტრაციებად.
40 წუთი

11
11.11.2019
სტუმრად ზღაპრის გმირებთან.. დასაწყისი, დასასრული, ცალკეული ეპიზოდების გამოყოფა.
40 წუთი
აუდიო მასალა
12
18.11.2019
ქართული ხალხური საბავშვო ლექსები, ენის გასატეხები, თამაშობანი. შემაჯამებელი სამუშაო
40 წუთი
„ ჩიტო გვრიტო“ კრებული


"არ გვეშლება ანგარიში"


წრის სახელწოდება „ არ გვეშლება ანგარიში“
წრის ხელმძღვანელი: მაყვალა გუმბერიძე
სკოლა: ქალაქ ბაღდათის #1 საჯარო სკოლა
კლასი: IV კლასი
შეხვედრის დღე: სამშაბათი-პარასკევი
წრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ არითმეტიკული აზროვნება, ყურადღების მობილიზება, გეომეტრიული წარმოდგენების გაფართოება, ტესტური დავალებათა მუშაობისთვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ამოცანის პირობის წარმოდგენა სქემატური ნახაზებით, ამოცანის გეგმის შედგენა, მოქმედებათა თანმიმდევრობის რიგის დაცვა.
მოკლე მიმოხილვა: 1000-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლების გაცნობა, მოკლე ჩანაწერებით ამოცანის შედგენა, რიცხვების შედარება, რიცხვითი ღერძი, მოქმედებათა რიგი.

#
  თარიღი
    თემის დასახელება
ხანგრძლივობა
სასაწავლო რესურსი
1
1.10.2019
წრის სამუშაო გეგმის და განრიგის გაცნობა
40 წუთი

2
8.10.2019
1000-ის ფარგლებში შეკრება- გამოკლება, შეკრების თავისებურებების გაცნობა.
40 წუთი
ამოცანათა კრებული
3
11.10.2019
მოკლე ჩანაწერის მიხედვით ამოცანის  შედგენა და ამოხსნა
40 წუთი
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, სქემები.
4
15.10.2019
მრავალნიშნა რიცხვების  ქვეშმიწერით შეკრება.
40 წუთი
დამხმარე სახელმძღვანელო მრავალრიცხვა რიცხვების შეკრებაზე.
5
18.10.2019
მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობა
40 წუთი
პროექტორი, კომპიუტერი.
6
22.10.2019
ინტერნეტში არსებული მასალის ნახვა მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობაზე.
40 წუთი
პროექტორი, კომპიუტერი ქსელში ჩართული.
7
25.10.2019
მათემატიკური რესურსების გაცნობა
40 წუთი
რესურსების სახელმძღვანელო
8
29.10.2019
გამოკლება ქვეშმიწერით
40 წუთი
დამხმარე სახელმძღვანელო  IV კლასისათვის.
9
1.11.2019
რიცხვების შედარება და დამრგვალება
40 წუთი
დამხმარე სახელმძღვანელო  IV კლასისათვის.
10
5.11.2019
რიცხვითი ღერძი, ციფრებით ჩაწერილი რიცხვების შედარება , რიცხვთა ღერძის დამზადება.
40 წუთი
დამხმარე სახელმძღვანელო  IV კლასისათვის.
11
8.11.2019
ნაგულისხმევი ფრჩხილების აღდგენა მაგალითებში
40 წუთი
დამხმარე სახელმძღვანელო  IV კლასისათვის.
12
12.11.2019
თვითშეფასებისთვის სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები
40 წუთი
დამხმარე სახელმძღვანელოები. მათემატიკა IV კლასი
13
19.11.2019
ჩატარებული საწრეო მუშაობის შეფასება
40 წუთი