Tuesday, October 29, 2019

"გვიყვარს ენა ქართული"

15 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე ანდაზები და გამოცანები. ანდაზების კრებული მხატვრული ფორმით ჩამოსხმული მორალური კოდექსია ხალხისა.მასში სხარტად არის გამოთქმული  ბრძნული აზრი. თავის დროზე და მოსწრებულად ნათქვამი ანდაზა ის იარაღია, რომელიც მახვილზე უკეთ ჭრის. ამიტომ მას ხშირად მიმართავენ ორატორები, მწერლები, ჟურნალისტები, დიპლომატები.
 ანდაზების ტემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამშობლოს სიყვარული, ვაჯკაცობა, მეგობრობა, სიმამაცე და ლაჩრობა.
გავიხსენეთ შესწავლილი ანდაზები და შევისწავლეთ ახლები.

No comments:

Post a Comment