Tuesday, October 29, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

22-25 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა მათემატიკაში.მათემატიკის გაკვეთილებზე  მიღებულ ცოდნას წრის მეცადინეობაზე ვამტკიცებთ. საწრეო მუშაობაზე ჩატარდა ტესტი თვითშეფასებისთვის.საწრეო მუსაობამ ნაყოფიერად და წარმატებით ჩაიარა,მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ თავიანთი მუშაობით.

"გვიყვარს ენა ქართული"

15 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე ანდაზები და გამოცანები. ანდაზების კრებული მხატვრული ფორმით ჩამოსხმული მორალური კოდექსია ხალხისა.მასში სხარტად არის გამოთქმული  ბრძნული აზრი. თავის დროზე და მოსწრებულად ნათქვამი ანდაზა ის იარაღია, რომელიც მახვილზე უკეთ ჭრის. ამიტომ მას ხშირად მიმართავენ ორატორები, მწერლები, ჟურნალისტები, დიპლომატები.
 ანდაზების ტემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამშობლოს სიყვარული, ვაჯკაცობა, მეგობრობა, სიმამაცე და ლაჩრობა.
გავიხსენეთ შესწავლილი ანდაზები და შევისწავლეთ ახლები.

"არ გვეშლება ანგარიში"

15-18 ოქტომბერს შედგა მათემატიკის საწრეო მუშაობა.მრავალნიშნა რიცხვების ქვეშმიწერით შეკრება გამოკლების წესების გაცნობამ გაგვიადვილა მაგალითების ამოხსნა.თემას კარგად დავეუფლეთ.შევასრულეთ სხვადასხვა სავარჯიშოები ქვეშმიწერით ჯამისა და სხვაობის პოვნაზე.

Sunday, October 27, 2019

"გვიყვარს ენა ქართული"

7-10 ოქტომბერს შედგა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. წრის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა კითხვის ტექნიკის გაუმჯობესების მეთოდები.სწორი, გამართული კითხვის დაუფლებისათვის.მუშაობის პროცესში მოვისმინეთ მხატვრული კითხვის დიდოსტატების მასალებს. წრის მუშაობა იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.


Monday, October 21, 2019

,,არ გვეშლება ანგარიში"

11 ოქტომბერს განვიხილეთ მათემატიკის წრეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ: მოკლე ჩანაწერების მიხედვით ამოცანების შედგენა და ამოხსნა .საკითხი რომელიც ძნელი გვეგონა არც თუ ისე რთული ყოფილა. მთავარი ყურადრება მოსნენა და ყველაფერი მოგვარდება

Wednesday, October 9, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

8 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა მათემატიკაში.წრეზე განიხილეს 1000-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლება.გაიხსენეს შეკრების თვისებები, რაც პრაქტიკულად იყო გამტკიცებული. გამოსახულების მიხედვით შეადგინეს ამოცანები და იმსჯელეს მათი ამოხსნის ხერხებზე.


"გვიყვარს ენა ქართული"

3 ოქტომბერს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.მოისმინეს მინი ლექცია.ლექციის შემდეგ სტუმრად ეწვიეს სკოლის ბიბლიოთეკას, სადაც ბიბლიოთეკის გამგე მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის დანიშნულებაზე, მის მრავალფეროვნებასა და მოვლა-პატრონობაზე. მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ ჩატარებული საწრეო მუშაობით. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.



Friday, October 4, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

1ოქტომბერს შედგა IV კლასის მათემატიკის წრის წევრების შეხვედრა.გავაცანი სასწავლო გეგმა.გამოთქვეს მოსაზრება,რომ წრე დაეხმარებათ მათემატიკის უკეთ შესწავლაში.


"გვიყვარს ენა ქართული"



30 სექტემბერს შედგა IV კლასის ქართული ენის წრის წევრების პირველი შეხვედრა.მოსწავლეები გაეცვნენ სამუშაო გეგმას.წრე არის მათთვის საინტერესო, სასიამოვნო და მოსაღები.