Wednesday, December 11, 2019

სოციალური პროექტი


რეფლექსია
   სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრის და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინა პირობად მიმაჩნია. პროექტი მასში მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინა ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, დარგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი. ჩვენი პროექტი ეხებოდა შემდეგ პრობლემას, ვულგარიზმების ჭარბად არარეგლამენტირებულად გამოყენებას საზოგადოებაში. პროექტის მიზანი იყო ბავშვებს სკოლის და თემის ფარგლებში თვითონვე გამოევლინათ ვულგარიზმები სხვათა მეტყველეაში, შეეგროვებინათ  და დაეხარისხებინათ ინფორმაცია, აეღოთ ინტერვიუ როგორც თანატოლებისაგან ასევე უცხო ენის მასწავლებლებისაგან, გაემდიდრებინათ ქართული ენის ლექსიკის მარაგი და უკეთ გაეცნოთ ქართული ენის თავისებურებები.
   პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს ჰქონდათ აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალება. მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკულად. მოსწავლეებისათვის საინტერესო კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემაში სოციალურ პროექტში მათი ჩართვა დამეხმარა. ისისნი ხალისით ასრულებდნენ სამუშაოებს. პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენს წინაშე ახალი პრობლემები გაჩნდა, რომელიც განსხვავდებოდა ტრადიციული საგაკვეთილო პროცესისაგან, ვინაიდან სოციალური პროექტი მოითხოვდა სოციუმში, თემში გასვლას და სკოლის გარეშე დაწესებულებების ჩართვას პროექტში. პროექტის მიმდინარეობისას კონსულტატ-ხელმძღვანელის როლს ვასრულებდი. ძიებისა და კვლევის დროს მასწავლეებს მიმართულებას ვაძლევდი ასევე სამუშაოების დაწყებისას შევათანხმეთ ერთმანეთთან ურთიერთობების ფორმები, აქტივობები, გავაცანი მიზანი, სავარაუდო შედეგები, შეფასების კრიტერიუმები და გადაწყდა რომ დაკვირვებისა და კვლევის ობიაქტი შეფასებისას იქნება:
1.       ინფორმაციის მოძიება და დახარისხება.





2.       პრაქტიკულად ბულკლეტებისა და ფრაიერების დარიგება სოციუმში (სასადილო, მარაზია, ბიბლიოთეკა).
3.       ინტერვიუს აღებისა და პრეზენტაციის უნარი.


   ვფიქრობ დასახული მიზნის მიღწევა მოხდა, ყველა დაგეგმილი აქტივობა განხორციელდა, მოსწავლეებმა დაამუშავეს თეორიული მასალა ვულგარიზმებზე, შეაგროვეს ინფორმაცია ინტერნეტისა და ლექსიკონების საშუალებით, დაახარისხეს შეგროვებული მასალა, აიღეს ინტერვიუ როგორც თანატოლებიასაგან ასევე უცხო ენის პედაგოგებისაგან, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაატარეს ჯგუფური მუშაობა და შეავსეს ასოციაციური რუკა. ისაუბრეს რისკებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე და დაგეგმეს მომავალი აქტივობები. ვფიქრობ პასუხისმგებლობის გრძნობის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას  ამ პროექტმა ხელი შეუწყო როგორც მოსწავლეებში ასევე თემში. პროექტში ჩაერთო მშობლებიც, ბავშვებთან ერთად ამაღლდა მათი ცნობიერებაც, მოხდა მათი ერთმანეთთან დაახლოება ერთმანეთს აზრის პატივისცემა, რამაც პრობლემის გადაჭრის უნარებს შეუწყო ხელი. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩემი მოსწავლეები მიაქცევენ ყურადღებას სწორ მეტყველებას, განუვითარდებათ ენის სიწმინდის დაცვის უნარ-ჩვევები და ეს გავლენას იქონიებს არა მხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე, არამედ მათ სამეგობრო  თუ სამეზობლო ჯგუფებზეც. პროექტის მიზანი იყი ბავშვებს დაენახათ თუ რა საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და მათთვის არასწორად გამოყენებული უცხოური ტერმინები სიტყვები, გაეანალიზებინათ საფრთხეები და იგივე მოეთხოვათ თანატოლებისაგან  და მათ გარშემო მყოფი უფროსებისაგან. მუშაობის პროცწესში გარკვეულმა სირთულეებმაც იჩინა თავი, კერძოდ ერთ-ერთ ლოკაციაზე სკოლის მიმდებარე სასადილოში უარი უთხრეს ბავშვებს გამოკითხვასა და მათთან სამახსოვრო სურათის გადაღებაზე, რაც დაბალი ცნობიერების მაჩვენებელია თემში. გადავიღეთ ფოტოებიც, ვფიქრობ, პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია, თუმცა უკეთესი იქნებოდა პროექტში სხვა კლასის მოსწავლეების და მათი მშობლების ჩართვა და აგრეთვე სხვა სკოლის მოსწავლეებთან გაერთიანება პროექტის ფარგლებში, რასაც ალბათ მომავალში განვახორციელებთ.


Thursday, November 28, 2019

"არ გვეშლება ანგარიი"

19 ნოემბერს შედგა(დასკვნთი) საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე
მაგიური კვადრატების ამოხსნა სახალისოც არის და საინტერესო. მოსწავლეები ისე კარგად გაერკვნენ საკითხში თვითონვე ადგენენ მას.

"გვიყვარს ენა ქართული"

18 ნოემბერს შედგა(დასკვნითი) საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე
გვიყვარს საბავშვო მოთხრობები. გაგვიჩნდა სურვილი ჩვენც დაგვეწერა მოთხრობა მეგობრობაზე.წრის შეხვედრაზე წავიკითხეთ მოთხრობები, დავახასიათეთ პერსონაჟები,  მათი მიზნები.  ბოლოს გადავწყვიტეთ გამოგვეშვა ალბომი ილუსტრაციებით.

Wednesday, November 20, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

8-12 ნოემბერს შედგა საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე
მოსწავლეებს მოსწონთ სახალისო მათემატიკა. სახელმზღვანელოში გვხვდება რებუსები, გასართობი ჩარჩო. ამოხსნა სახალისოა წრის წევრებისათვის.მათ მიცემული ქონდათ დავალება შეედგინათ მსგავსი ტიპის სავარჯიშოები და წარედგინათ წრის წევრებისათვის.

"გვიყვარს ენა ქართული"

4-11 ნოემბერს  შედგა  საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე.
გაზეთის მნიშვნელობა გაცნობიერებული გვაქვს, მაგრამ მისი გამოშვება რა სირთულეზე ყოფილა დამოკიდებული ეს მაშინ შევამჩნიეთ, როდესაც კლასის კედლის გაზეთის შედგენა დავიწყეთ. დავალებები გავინაწილეთ და შევუდექით მუშაობას. გაზეთი ძალიან მოგვეწონა და მას საკლასო ოთახში საპატიო ადგილი მივუჩინეთ.



Sunday, November 17, 2019

"არ გვეშლება ანგარიში"

1-5 ნოემბერს შედგა საწრეო მუშაობა მათემატიკაში.მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე.
გაკვეთილზე ახსნილი თემა გამრავლების განრიგებადობის განრიგი შეკრების მიმართ წრის მუშაობაზე განვამტკიცეთ სათანადო ამოცანებისა და მაგალითების მეშვეობით. გავეჯიბრეთ ერთმანეთს ვინ სწარაფად და უშეცდომოდ გაართმევდა თავს დავალებას. მოსწავლეები კმაყოფილებინ დარჩნენ საწრეო მუშაობით.

"გვიყვარს ენა ქართული"

24-28 ოქტომბერს გაიმართა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.მასწავლებელი მაყვალა გუმბერიძე.
საკლასო ოთახს ქართველ მწერალთა შორის ცნბილი მწერლის აკაკი წერეთლის პორტრეტი ამშვენებს. მასწავლებელმა მოსწავლეებს ურჩიათ წაეკითხათ მისი ლექსები. წრის შეხვედრაზე მოვაწყვეთ მხატვრული დილა, რომელიც საქართველოს ბულბულს მივუძღვენით.